ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირჩის წევრს ვიტალი გუგუჩიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირჩის წევრს ვიტალი გუგუჩიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება პოსტ TV-ის გადამღები ჯგუფისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და ძალადობას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.
