პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირთა ოჯახებს მიუსამძიმრეს
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. მებრძოლებს დიღმის ძმათა და საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
