ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. რადიკალური ოპოზიცია რეზონანსული საქმის უკან პოლიტიკურ სარჩულს ეძებს, სახელისუფლებო გუნდს ოპონენტების დამოკიდებულება არ უკვირს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ნებისმიერ მეთოდს მიმართავს.
