პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზოგიერთი დონორი პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაცია არ გაიარონ
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზოგიერთი დონორი პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მათ გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაცია არ გაიარონ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგისტრაციის შემთხვევაში დონორები მესამე სექტორს დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრებიან. პირველი კანონმდებელი ორგანიზაციებს მოუწოდებს დარეგისტრირდნენ და ფინანსები გამჭვირვალე გახადონ.
