მისაღებია თუ არა დანიის საელჩოსთვის, რომ მისი დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს ღონისძიებას, რომელიც ოპოზიციის წინასაარჩევნო პლატფორმად იქცა
მისაღებია თუ არა დანიის საელჩოსთვის, რომ მისი დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს ღონისძიებას, რომელიც ოპოზიციის წინასაარჩევნო პლატფორმად იქცა - ამ კითხვაზე უკვე მეორე დღეა, დიპლომატიური წარმომადგენლობა ქრონიკას არ პასუხობს. მმართველი გუნდი კანონმდებლობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის კიდევ ერთი ჩარევის ფაქტი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამართულ ფესტივალზე საარჩევნო ატრიბუტიკასთან ერთად, გამოტანილი იყო სისხლის სამართლის დამნაშავის - სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ბანერიც.
