ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება
ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება - ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ,ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შეჩერების გამო, ლაბორატორია საქმიანობას წყვეტს, სიცრუე უწოდა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამერიკული ფინანსებიდან საუბარია 2 მილიონ ლარზე, რაც კვლევითი სამუშაოსთვის იყო განკუთვნილი.
