თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
საქმე შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას ეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა და დაზარალებულმა 2022 წელს საერთო ბიზნეს საქმიანობა დაიწყეს, თანხასთან დაკავშირებით კი, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი გამოყენებით მოკლა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. სასამართლომ სასჯელის ზომად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
