ადელის ევროპული ტური
ათი ათასობით გულშემატკივარი დაესწრო ბრიტანელი მომღერლის, ადელის კონცერტს მიუნხენში. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მედიას განუცხადა, რომ გრძელვადიან შესვენებას გეგმავს, მის კონცერტზე მოხვედრას თაყვანისმცემელთა დიდი არმია ცდილობს. გულშემატკივრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქს, სადაც ადელი რამდენიმე კონცერტს გამართავს. 36 წლის ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალურ ტურს მისი მსმენელები 8 წლის განმავლობაში ელოდნენ.
