„დედპული და ვოლვერინი“ 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი
„მარველის“ კომიქსების კინოსამყაროს კიდევ ერთი, 34-ე ნამუშევარი დაემატა - „დედპული და ვოლვერინი“ 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიის სათავეში მეორე ადგილს იკავებს. შონ ლევის კინოსურათში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმანი და რაიან რეინოლდსი ასრულებენ. ფილმში ცნობილი საკულტო პერსონაჟის ბლეიდის გამოჩენით კი, უესლი სნაიპსი მარველის გმირის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით განმასახიერებელ მსახიობად იქცა.