მასშტაბური საზოგადოებრივი არეულობა გაერთიანებულ სამეფოში
დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გაძარცული მაღაზიები, დაშავებული პოლიციელები და დაკავებული მოქალაქეები. გაერთიანებულ სამეფოში - ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი არეულობაა. ინგლისისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში მიგრანტებისა და მუსლიმანების მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე ჯგუფები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. დაშავდა ათობით პოლიციელი. ბოლო ორ დღეში დაკავებულთა რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არა პროტესტი, არამედ ძალადობაა- იხილეთ მარიამ გიგანის რეპორტაჟი.
