ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ნაწილი ცნობილია
წინასწარი მონაცემები კვირის ბოლოს იქნება და შემდეგ აპელაციის პროცესი იწყება. რამდენი აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში - საბოლოო სურათი ამის შემდეგ გვეცოდინება. ნინი ჩუბინიძე იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც რამდენიმე საგნის მონაცემები უკვე იციან.
