უკრაინას, რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ნატოსთან ერთად კოალიციის შექმნა სურს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატებს მისცა დავალება, საკითხის განხილვის მიზნით, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის ჩატარებაზე იმუშაონ. უკრაინული მედიის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურს ჩრილო-ატლანტიკურ ალიანსთან ერთად, მეზობელი ქვეყნების მონაწილეობით შექმნას კოალიცია, რომელიც უკრაინის ცაზე რუსული რაკეტების ჩამოგდებაში მიიღებს მონაწილეობას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პარტნიორი ქვეყნებისთვის რთული იქნება. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებს რუსული რაკეტების ჩამოგდება მოსკოვის შესაძლო საპასუხო რეაქციის გამო ეშინიათ.
