სისხლიანი დემონსტრაციების შემდეგ, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა
მედიაში გავრცელებული ცნობით, შეიხ ხასინამ ქვეყანა დასთან ერთად სამხედრო ვერტმფრენით დატოვა. აქციის მონაწილეები დედაქალაქ დაკაში მდებარე პრემიერის რეზიდენციაში შეიჭრნენ და მისი გადადგომა იზეიმეს. საპროტესტო გამოსვლები ბანგლადეშში ივლისში დაიწყო და სისხლიან არეულობაში გადაიზარდა. ჯამში, არეულობის შედეგად, ბანგლადეშში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
