ინგლისში მიგრანტთა სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის დროს 12 სამართალდამცველი დაშავდა
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 6 ადამიანი. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველები ინგლისის სხვადასხვა ქალაქში არეულობის მონაწილე აქტივისტებს და ორგანიზატორებს ეძებენ. ჯამში, დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მდივანი პირობას დებს, რომ ძალადობრივი ქმედებების მონაწილეები პასუხისგებაში მიეცემიან. მასობრივი არეულობა ბრიტანეთის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც საუთპორტში გასულ კვირას 17 წლის მოზარდმა 3 მცირეწლოვანი გოგონა მოკლა. ულტრამემარჯვენე აქტივისტები მომხდარზე პასუხისმგებლობას მუსლიმანთა თემს აკისრებენ.
