ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდა
მაია ომიაძემ ტელევიზიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული სფერო გააცნო. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7-კაციანი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფება. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობენ და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს ამზადებენ.