გორის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით რაზმაძე ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ. ტანის ხეობაში „საზაფხულო ტურისტულ - გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მოეწყო. მოზარდები ბანაკურ ცხოვრებას სწავლობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.