საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამშობლოში დაბრუნება და გულშემატკივართა დახვედრა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი სპორტსმენები დახვდნენ. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა.