აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
