ამოქმედდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი
გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, ამოქმედდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი. ვებგვერდზე იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, რომელთა ფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოურია. ჯერჯერობით ვებგვერდზე არც ერთი ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის. რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მესამე სექტორი ისევ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არიან.
