ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე გამოიკითხა არაერთი მოწმე. გამოძიება ტერორიზმის და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ტერაქტის ორგანიზატორების და დამფინანსებლების კვალი უკრაინაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან და ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომლებთან მიდის. რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური განცხადებები.
