ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა
რა კავშირი აქვს გამჭვირვალობის კანონთან ლუგარის ლაბორატორიას? - ამასთან დაკავშირებით ქრონიკამ საელჩოს კონკრეტული კითხვით მიმართა, თუმცა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უპასუხოდ დატოვა, გარდა ამისა, შტატების საელჩოსგან დავინტერესდით, თუ რა სფეროსთვის იყო გათვალისწინებული 95 მილიონი, რომლის შეჩერებაზეც ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა. ეს კითხვაც ფაქტობრივად გაურკვეველი დარჩა, თუ არ ჩავთვლით საელჩოს ზოგადი ხასიათის პასუხს. მმართველი გუნდისთვის,რომელიც შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება, ვაშინგტონის გადაწყვეტილება გაუგებარია. რადიკალურმა ოპოზიციამ კი საკითხი უკვე აქცია სპეკულაციის თემად.
