იაპონიის საფონდო ბირჟაზე ბოლო 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა
იაპონიის საფონდო ბირჟაზე ბოლო 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა. იაპონიის მთავარი საფონდო ინდექსი „ნიკეი“ 13 პროცენტით დაეცა. როიტერის ცნობით, აქციების ვარდნის მთავარი მიზეზი შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი რეცესიაა. ასევე ეცემა ამერიკული საფონდო ინდექსები, ამერიკის ბირჟაზე „ნასდაკის“ ინდექსი 4, 7 მეათედი პროცენტით შემცირდა. ვარდნის ტენდეციები დაფიქსირდა აზია წყნარი ოკეანი რეგიონის სხვა ქვეყნებშიც.
