ფაინენშელ ტაიმსი წერს, რომ უკრაინაში 800 ათასი მამაკაცი ომში წასვლას თავს არიდებს.
ფაინენშელ ტაიმსი წერს, რომ უკრაინაში 800 ათასი მამაკაცი ომში წასვლას თავს არიდებს. მონაცემები გამოცემას უკრაინის პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა მიაწოდა. დეპუტატის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სამხედრო გაწვევისა და ემიგრაციის გამო, მუშახელი 20 პროცენტით შემცირდა, ქვეყნის მასშტაბით საწარმოების დიდ ნაწილს, ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო, დახურვა ემუქრება. დეპუტატი ამბობს, რომ ომის გაგრძელებასთან ერთად მომავალ წელს ქვეყნიდან მეტი გადინებაა მოსალოდნელი. ის ამბობს, რომ ასობით ათასი მამაკაცის მობილიზაცია აზრს მოკლებულია, თუ საწარმოები არ იმუშავებს, და ეკონომიკა მოიშლება.
