ისრაელი ირანზე პრევენციულ დარტყმას განიხილავს
ისრაელი ირანზე პრევენციულ დარტყმას განიხილავს. ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ირანიდან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა. ისრაელის მედიის ცნობით, შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ირანის ისრაელზე თავდასხმა გარდაუვალია, მაშინ არმია პრევენციულ შეტევაზე გადავა. მედია წერს, რომ ისრაელი ირანის თავდასხმების მოგერიებისა და პრევენციის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
