ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ირანმა და დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელზე თავდასხმა შესაძლოა უახლოეს 24 საათში დაიწყონ. ციფრული მედია „აქსიოსის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების შესაძლო ესკალაციის თემა ენტონი ბლინკენმა დიდი შვიდეულის წევრი სახელწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრისას განიხილა. ბლინკენმა კოლეგებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები რეგიონში ვითარების დეესკალაციისა და სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასარიდებლად ძალისხმევას აძლიერებს. ამ მიზნით მან დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა თეირანზე წნეხი გააძლიერენ, რათა ირანმა ისრაელზე ფართომასშტაბიან თავდასხმაზე უარი თქვას.
