საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი სპორტსმენები დახვდნენ. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა.
