ბანგლადეშში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 13 პოლიციელია. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. სტუდენტური პროტესტი ივლისში საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმების მოთხოვნით დაიწყო. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ დაღუპულთა საერთო რიცხვი 280-ს აღემატება.
