გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია შეშფოთებას გამოთქვამენ ვენესუელაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით
გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია შეშფოთებას გამოთქვამენ ვენესუელაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც უკვე ერთი კვირაა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ევროკავშირის შვიდი ქვეყანა მოუწოდებს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა დადასტურდეს. განცხადებაში ასევე დაგმობილია მანიფესტანტების მასობრივი დაკავება. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლებზე 2000 ადამიანი დააკავეს.
