მალის გარდამავალი მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს
მალის გარდამავალი მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს. მიზეზი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადება გახდა, რომლითაც დადასტურდა, რომ კიევი ტუარეგ ამბოხებულებს უჭერდა მხარს. ტუარეგები ივლისის ბოლოს სახელისუფლო ძალებისა და რუსული კერძო დაჯგუფება „ვაგნერის“ კოლონას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ათობით მებრძოლი დაიღუპა. როგორც გასულ კვირას იუსოვმა განაცხადა, ამბოხებულებს საჭირო ინფორმაცია ოპერაციის ჩასატარებლად უკრაინამ მიაწოდა.
