სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. ამ დრომდე მოწმის სტატუსით ათობით პირი გამოკითხა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს. სახელისუფლებო გუნდისთვის, რეგიონსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გამოძიების მიმართულება გასაკვირი არ არის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი, რაც მას, გარკვეული ჯგუფების მხრიდან, თავდასხმის ობიექტად აქცევს.
