„ავტორიტარიზმის ფესტივალი“
დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით გამართული ფესტივალი, რომელიც დემოკრატიის სახელით შეიფუთა, მმართველი გუნდისთვის, უცხო ქვეყნის უხეში ჩარევაა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და წინასაარჩევნო პროცესში. „ავტორიტარიზმის ფესტივალი“ - ეს სახელი არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ მიერ ჩატარებულმა ღონისძიებამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ენჯეომ ოპოზიციას წინასაარჩევნო აგტიაციის პლატფორმა გაუხსნა. ცნობისთვის, თელავში, დემოკრატიის სახელით გამართულ ფესტივალზე გამოფენილი იყო ოპოზიციის სტენდები, ფლაერები, საარჩევნო ატრიბუტიკა და ბანერები მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით - მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
