სამი ოლიმპიური მედლით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
სამი ოლიმპიური მედლით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი ძიუდოისტები დახვდნენ. ადგილზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს საუკეთესო ასპარეზობისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა.
