გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოკრივე ლაშა გურული, პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა ნახევარფინალში, კუბელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ყაზახი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედალი უკვე განაღდებული ჰქონდა. ლაშა გურული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მოკრივე გახდა, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება მოახერხა.
