თეა წულუკიანის შეხვედრა ოლიმპიელებთან
თეა წულუკიანმა ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გამოაცილა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება. ასევე, პარიზის ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიაში პირველად იასპარეზა ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრებმა. საქართველოში გამომგზავრებამდე კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ ძიუდოისტებს, მათ მწვრთნელებს, ექიმებსა და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდა.
