ისრაელი თავდასხმის მოლოდინში
ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმის მოლოდინშია. თავდასხმის სავარაუდო თარიღად 5 აგვისტო განიხილება, რის შესახებაც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია. პარალელურად, ისრაელზე სარაკეტო იერიშები ლიბანის ტერიტორიიდან ხორციელდება, რასაც ისრაელი სარაკეტო დარტყმებით პასუხობს. ვითარება რეგიონში განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას სამხედრო მეთაური ფუად შუქრი გაანადგურა, 30 ივლისს კი თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანმა ისრაელს დააკისრა და სასტიკი შურისძიებით დაიმუქრა.
