ტერორიზმის საქმე
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ დრომდე მოწმის სტატუსით ათობით პირი გამოიკითხა. ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ხოლო მათ, ვინც სუსში გამოკითხვაზე უარი თქვეს, გამომძიებლების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში უპასუხეს. პარალელურად კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველ გუნდს რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კონკრეტული ჯგუფის მხრიდან, მსგავსი მიზნების განხორციელების სურვილი არ უკვირს. „ქართული ოცნებიდან“ იმ კრიტიკასაც გამოეხმაურნენ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სუსის მიმართ ისმის.
