საფრანგეთი ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საფრანგეთი ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ. საგანგებო განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მანამდე ანალოგიური მოწოდებით ლიბანში მყოფ თანამოქალაქეებს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მიმართა.
