ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით არაერთი პირი გამოიკითხა. ხოლო მათ, ვინც სუსში გამოკითხვაზე უარი თქვეს, გამომძიებლების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში უპასუხეს. პარალელურად კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველ გუნდს რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კონკრეტული ჯგუფის მხრიდან, მსგავსი მიზნების განხორციელების სურვილი არ უკვირს. „ქართული ოცნებიდან“ იმ კრიტიკასაც გამოეხმაურნენ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სუსის მიმართ ისმის.
