არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში
არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით გამართული ფესტივალი, რომელიც დემოკრატიის სახელით შეიფუთა, პრემიერ-მინისტრისთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, თუ რას ხმარდება უცხოური დონორების ფინანსები. „ავტორიტარიზმის ფესტივალი“ - ასე უწოდა ირაკლი კობახიძემ იმ ღონისძიებას, რომელიც კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ გამართა და სადაც ოპოზიციას წინასაარჩევნო აგიტაციის პლატფორმა გაუხსნა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სახედაკარგული ენჯეოები პოლიტიკური აგიტაციით არიან დაკავებულები.
