უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ ჩაძირეს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ ჩაძირეს. ნავი ანექსირებულ სევასტოპოლში შესაკეთებლად ჰყავდათ შეყვანილი. თავდასხმა სავარაუდოდ 2 აგვისტოს, ღამით განხორციელდა. „დონის როსტოვი“ ექსპლუატაციაში 2014 წელს ჩაუშვეს. 2023 წლის სექტემბერში უკრაინული იერიშის შედეგად ის დაზიანდა.
