რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივიარისკენ წინ წაიწიეს
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივიარისკენ წინ წაიწიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბრძოლები გრძელდება ორი სოფლის სიახლოვესაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტის მთელ ხაზზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 120-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
