დღეს ბეშუმში ტრადიციულ დღესასწაულს შუამთობას აღნიშნავენ
დღეს ბეშუმში ტრადიციულ დღესასწაულს შუამთობას აღნიშნავენ. ადგილობრივების ზეიმს პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეუერთდნენ. მათ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, დღესასწაული მიულოცეს და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობისთვის მთის განვითარებაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია.
