უცხოური ფული და წინასაარჩევნო აგიტაცია
„ავტორიტარიზმის ფესტივალი“ - ასე უწოდა პრემიერ-მინისტრმა იმ ღონისძიებას, რომელიც კახეთში დემოკრატიის სახელით არასამთავრობო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ გამართა და სადაც ოპოზიციას წინასაარჩევნო აგიტაციის პლატფორმა გაუხსნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინდელი დღით კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ საით არის მიმართული უცხოური დონორების ფინანსები. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სახედაკარგული ენჯეოები პოლიტიკური აგიტაციით არიან დაკავებულები.
