ქართველი მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში
ქართველი მოკრივე ლაშა გურული დღეს, პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში, კუბელ მოწინააღმდეგეს შეხვდება. ლაშამ, ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ყაზახი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა, დღეს კი ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ფინალში გასვლას ეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.