საფრანგეთის პრეზიდენტი აღშფოთებულია იმის გამო, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან
საფრანგეთის პრეზიდენტი აღშფოთებულია იმის გამო, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან. „ფრანგები ძალიან ამაყობენ ამ ცერემონიით, რადგანაც საფრანგეთმა მოახდინა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი თავისუფლების დემონსტრირება“,-აცხადებს ემანუელ მაკრონი. მანამდე საფრანგეთის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორმა თომას ჯოლიმ მუქარის შემცველი გზავნილების მიღების გამო უწყებაში განცხადება შეიტანა. დაწყებულია გამოძიება.
