კამალა ჰარისი უარს ამბობს 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსის“ ეთერში დონალდ ტრამპთან დებატებზე
კამალა ჰარისი უარს ამბობს 4 სექტემბერს „ფოქს ნიუსის“ ეთერში დონალდ ტრამპთან დებატებზე. ამის შესახებ მის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. „ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ეს თამაში და მოვიდეს 10 სექტემბრის დებატებზე, რაც უკვე შეთანხმებულია“,- ნათქვამია განცხადებაში. ჰარისის შტაბის განცხადებას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარისი მასთან დებატებს თავს დაბალი ინტელექტის გამო არიდებს.
