მასობრივი არეულობები ნიგერიაში
მასობრივი არეულობები ნიგერიაში. პოლიციამ აბუჯაში საპროტესტო გამოსვლების მონაწილე ათობით ადამიანი დააკავა. სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ნიგერიის დედაქალაქში 3 დღის წინ დაიწყო და სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. უფლებადამცველები ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რასაც მათი მტკიცებით, 13 მანიფესტანტი ემსხვერპლა.
