დიდ ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
დიდ ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური აქციები რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა. მანჩესტერში, ულტრამემარჯვენეების აქციის პარალელურად, ფაშიზმის წინააღმდეგ აქციაც მოეწყო. დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის სამართალდამცველებს მოუხდათ ჩადგომა. საპროტესტო გამოსვლები ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე სცადეს თავდასხმა. შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.