სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა შერჩეული. სკვერის მოწყობაზე 200 ათას ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და სპორტული სივრცეები, ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული სკამები.
