არასამთავრობო სექტორსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ყველანაირი ზღვარი წაშლილია
არასამთავრობო სექტორსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ყველანაირი ზღვარი წაშლილია - მმართველი გუნდის ამ შინაარსის განცხადებები, რომ უკვე თვალსაჩინო რეალობაა ამას კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს. ამჯერად კახეთში დემოკრატიის სახელით არასამთავრობო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ფესტივალი გამართა. სადაც ოპოზიციას წინასაარჩევნო აგიტაციის პლატფორმა გაუხსნა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო წესების გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ და წინასაარჩევნო კამპანიას ფესტივალების სახელწოდებით ატარებენ.
